გირჩი - მეტი თავისუფლებისათვის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

14.11.21 14:38
გირჩი - მეტი თავისუფლებისათვის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს  5 დღიანი  პატიმრობა მიუსაჯეს

გირჩი მეტი თავისუფლებისათვის “აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს თემურ გორგაძეს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 დღიანი  პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ  იგი სამართალდამრღვევად სცნო სსკ 173-174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას  გულისხმობს.

სასამართლოზე ბრალდების  მხარის მიერ წარმოდგენილი იყო ვიდეომტკიცებულება, სადაც პოლიციელი ამტკიცებდა,  რომ ოპოზიციონერმა  მოახდინა  სუს-ის შენობის ბლოკირება, თუმცა აღნიშნულს გირჩი უარყოფს და აცხადებს, რომ იგი არის პოლტიკური  პარტიის წევრი და ეს აქცია პერფორმანსი პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა და მიუთითებდა რომ სუსი მას ავიწროვებს  და უკანონოდ უთვალთვალებს.

გიორგაძე 12 ნოემბერს დააკავეს, როცა პარტიის წევრებმა ერთდროულად 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტეს. 

მსგავსი სიახლეები