იმედა კლდიაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
"გირჩი მეტი თავისუფლების წევრს" და ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატს პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმედა კლდიაშვილი იზოლატორში შვიდ დღეს გაატარებს.
ის ამავდროულად, შიმშილობას აგრძელებს. ადვოკატი სასჯელს არასამართლიანად აფასებს. კლდიაშვილის თანაგუნდელები მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ.