საპატრიარქოში მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა დაგეგმილი არ არის - პრესსამსახური
დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.
მათივე თქმით, საპატრიარქოში ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა.
მედიასივრცეში გავრცელებული ვარაუდებიდან და არაზუსტი ინფორმაციიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა"- წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
როდის ჩატარდება სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული კრება უცნობია. ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს შენობაში სავარაუდოდ შეკრება გაიმართებოდა, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ არ გამორიცხა.
საპატრიარქოში შესაძლო შეხვედრა „პირველებთან“ არც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა უარყო.