ადმინისტრაცია: ირაკლი კობახიძე ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

04.05.26 14:31
ადმინისტრაცია: ირაკლი კობახიძე ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

 

 

ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.

შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიგა მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ამსახველი კადრების გავრცელებამდე ადმინისტრაციამ კობახიძისა და ზელენსკის ხელის ჩამორთმევის ფოტო მთავრობის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. 

მსგავსი სიახლეები