8 წლის წინ სომხეთში არავინ ჩამოვიდოდა, თუმცა ნიკოლმა „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოაწყო - მაკრონი
მოდით, ვიყოთ გულახდილები: რვა წლის წინ აქ არავინ მოვიდოდა. რვა წლის წინ ეს ქვეყანა რუსეთის ფაქტობრივ სატელიტად განიხილებოდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოაწყო და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთის საფრთხისგან გაეთავისუფლებინა.
სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები ვიყოთ: 8 წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა. ის ფაქტი, რომ დღეს თქვენს ქვეყანას ამდენი სტუმარი ეწვია, კარგი სიგნალია.
რვა წლის წინ, ამ მაგიდასთან მსხდომი ბევრი ქვეყანა სომხეთს რუსეთის ნამდვილ სატელიტად მიიჩნევდა. ნიკოლ ფაშინიანმა ხავერდოვანი რევოლუცია მოაწყო და გადაწყვიტა თავისი ქვეყნის რუსეთისგან დაცვა. და ამის გამო, ის ყოველდღიური თავდასხმების მსხვერპლი გახდა და კვლავაც ხდება,- განაცხადა მაკრონმა.