ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტებს შევინარჩუნებთ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
როგორც სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები განიხილეს.
მისი თქმით, მხარეები შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.
„ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში. ცალკე ყურადღება მივაქციეთ ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტებს შევინარჩუნებთ“, - წერს სიბიგა.