ირაკლი კობახიძე ერევანში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე სომხეთში, ერევანში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.
ინფორმაციას პრესამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა დიალოგისთვის
"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა დიალოგისთვის და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივვ ფორმატებში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა საერთაშორისო მექანიზმების პოლიტიკურად მოტივირებული მიზნებით გამოყენების მზარდ ტენდენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს პრაქტიკა შეიცვლება.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მთავრობის ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისადმი",- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი მიმდინარეობს.