ჩვენ არავისთან ვართ გაბუტული - ვოლსკი
"ჩვენ არავისთან ვართ გაბუტული", - ასე აფასებს გია ვოლსკი ზელენსკი - კობახიძის შეხვედრას და ამბობს, რომ "უკრაინის ხელისუფლების არაობიექტური დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს უკრაინისთვის პოლიტიკური დახმარება არასდროს შეუწყვეტია".
ვოლსკი იქვე ამბობს, რომ "უკრაინა საქართველოსგან ომში ჩართვას ითხოვდა":
ჩვენ არავისთან ვართ გაბუტული. უკრაინის მთავრობის, ხელისუფლების, პირადად, ზელენსკის აბსოლუტურად არაობიექტური, არაკორექტული შეფასების, დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის დახმარება - პოლიტიკური დახმარება. სამხედრო დახმარების აღმოჩენა ნიშნავდა ომში ჩართვას, რასაც ისინი ითხოვდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ზელენსკისაც. ნაცვლად იმისა, რომ აქედან ელჩი გაეწვია და საქართველოსთან ამ კონფრონტაციაში შესულიყო, ძალიან ცუდი პროპაგანდა მიმდინარეობს მედიასაშუალებებში. რასაკვირველია, შეიძლებოდა მეტი პოზიტიური ურთიერთობა ყოფილიყო. ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან საუბრისთვის არ უნდა მოიცალონ და ხელი არ უნდა ჩამოართვან. მსოფლიო პოლიტიკა მაგით ხასიათდება - დღევანდელი დღე იცვლება ხვალინდელით, რომელშიც შეიძლება აბსოლუტურად სხვა სტრატეგიული მიზნები და ხედვები ჩამოყალიბდეს. იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები პოზიტიური იქნება," -განაცხადა ვოლსკიმ.
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.