ჩვენ სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები, მნიშვნელოვანია დიალოგი - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ წერს.
ზელენკის თქმით, სახელმწიფოებს შორის არსებობს გადაუჭრელი საკითხები და დიალოგი ყველა დონეზე მნიშვნელოვანია.
შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის და ახლაც პატივს სცემს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ქართველ ხალხს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას” - ვოლოდიმირ ზელენსკი