უკრაინის პრეზიდენტთან და უკრაინელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და გამოწვევებზე ვისაუბრეთ - ბოჭორიშვილი
უკრაინის პრეზიდენტთან და უკრაინელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენს შორის არის - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთელი ამ ხსნის განმავლობაში აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც უკრაინასთან დამოკიდებულებას და უკრაინის მხარდაჭერას ეხება.
შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. შეხვედრა ფორმატის ფარგლებში უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. შეხვედრამ რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ შევხებოდით იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშია.
საუბარი იყო იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობები, მათ შორის ქვეყანაში ელჩების ყოფნა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც საერთაშორისო ფორმატებში არაერთხელ გამოგვიხატავს, სადაც ეს შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე იყოს დაფუძნებული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.