როგორ დაკარგა საქართველომ რეგიონის ლიდერის ფუნქცია? - სააკაშვილის გზავნილები სასამართლოდან

04.05.26 20:37
როგორ დაკარგა საქართველომ რეგიონის ლიდერის ფუნქცია? - სააკაშვილის გზავნილები სასამართლოდან

ერთ დროს, პრეზიდენტების პრემიერების და მსოფლიო  ლიდერების მასპინძელი საქართველო დღეს შორიდან უყურებს, როგორ იქცა რეგიონის ლიდერად სომხეთი - მიხეილ სააკაშვილმა მთავარ დამნაშავედ ივანიშვილი გამოაცხადა, თქვა, რომ სწორედ მისი პოლიტიკის შედეგია ის, რასაც ვუყურებთ, 2012 წლიდან დღემდე ივანიშვილმა  საქართველო გააქრო და რომ არა მისი ასეთი პოლიტიკა, დღეს ხალხი ბევრად უფრო ძლიერ ქვეყანაში იცხოვრებდა. 

საგარეო პოლიტიკაზე დაწყებული მსჯელობა სააკაშვილის ოპოზიციის შიდა ამბების განხილვით გააგრძელა. თქვა, რომ ვერ გაიგო იმ ვრცელი წერილის შინაარსი, რომელიც ნიკა მელიამ მის საპასუხოდ დაწერა. მესამე პრეზიდენტმა მელიას წერილიდან მხოლოდ ის ამოიკითხა, რომ მისი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს ის არ მოსწონს. 

მელია დღეს ერთადერთი არ ყოფილა. სააკაშვილი გაბრაზებულია იმ პოლიტიკურ აქტორებზე, ვინც მას წარსულის პოლიტიკოსად მოიხსენიებენ. ურჩევს თანამოაზრეებს, რომ საზოგადოებას კარგად აუხსნან და დაანახონ ის რეალობა, რომლის მიჩქმალვასაც ივანიშვილი წლებია პროპაგანდით ცდილობს. 

რატომ გადაავსო ციხეები ბიძინა ივანიშვილმა  პოლიტიკოსებით? - პასუხი სააკაშვილისთვის ამ კითხვაზე მარტივია, ვინც ივანიშვილს ამხელს ყველას ციხით აჩუმებენ - ასე მოხდა ირაკლი ნადირაძის შემთხვევაშიც. 

დეტალებით ნანუკა ქაჯაია

მსგავსი სიახლეები