"ჩვენ ვხედავთ, კურსის ცვლილებას, რეჟიმის მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებს" - გრიგოლ გეგელია
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ირაკლი კობხიძის ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მან კობახიძის საქციელში გარკვეული რევიზია დაინახა - "ვხვედავთ, კურსის ცვლილებას, რეჟიმის მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებს და უკვე არაერთს".
მე ვფიქრობ, ორი რამე გვაქვს: ერთი არის უკრანული მხარის ფილოსოფია, რაც საერთოდ აქვთ, ეს არის ყველა ტიპის სახელმწიფოს მიმხრობა უკრაინული მიზნისადმი. ეს ეხება ინდოეთსაც, აზერბაიჯანსაც, უველა სახელმწიფოს. უკრაინას აქვს პრაგმატული მიდგომა და სურს, რაც შეიძლება მეტი განსხვავებული მხარე იყოს მის მხარეს. საერთოდ დიპლომატია ეს არის, მეც აიტომ ვამბობდი ცოტა ხნის წინ, როცა შენ ხარ დიპლომატი და როცა ქვეყნის დიპლომატია გაბარია, რა თქმა უნდა, უნდა იყო პრაგმატული, მაგრამ პრაგმატიზმი არ ნიშნავს, რომ ან კაპიტულაციას მივყო ხელი და დანებდე და "ქოცური" საგარეო პოლიტიკა არის დანებება, თორემ ჩინეთთანაც უნდა გქონდეს კავშირი და ყველა მხარეს უნდა გააღრმაო და გააფართოვო კავშირი. ეგ არის დიპლომატიის აზრი, მისია და ფუნქცია, რომ რაც შეიძლება მეტ მხარესთან გქონდეს რაც შეიძლება კარგი კავშირი, ვაჭრობა, ურთიერთობა, მიმოსვლა. განსაკუთრებით ჩვენ ეპოქაში.
რაც შეეხება "ქოცურ", ჩვენთვის ყველაზე საინტერესო არის არა ის ზელენსკიმ რა გააკეთა და რა არა, ჩვენთვის უფრო საინტერესოა კობახიძემ რა გააკეთა და მე აქ ვხედავ გარკვეული ტიპის რევიზიას. ჩვენ ვხვედავთ, კურსის ცვლილებას, რეჟიმის მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებს და უკვე არაერთს, ვხედავთ მცდელობებს მაინც იმისა, რომ გარკვეული ტიპის ხისტი ტაქტიკები ჩანაცვლდეს არა ხისტი ტაქტიკებით," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.