"ევროპელი ლიდერები ერევანში "რუსული ოცნების" წარმომადგენლებს ესალმებიან..." - ალექს რაუფოღლუ
"ევროპელი ლიდერები ერევანში "რუსული ოცნების" წარმომადგენლებს ესალმებიან" - ამის შესახებ RFE/RL-ის ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს.
ის ირაკლი კობახიძის ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას ეხმაურება.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პარალელურად ბოლნისის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ ოქროსა და ვერცხლის მოპოვება ხეობას ანადგურებს.
ევროპელი ლიდერები ერევანში "რუსული ოცნების" წარმომადგენლებს ესალმებიან, ხოლო ქართველი სოფლის მოსახლეობა "არასანქცირებული" მოპოვების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ბოლნისის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ ოქროსა და ვერცხლის მოპოვება ხეობას ანადგურებს, ხოლო გამჭვირვალობა ქრება რუსეთთან კავშირების გაღრმავების ფონზე," - წერს რაუფოღლუ.