"ნიანგის ცრემლები" - პაპუაშვილი "მედიის თავისუფლების კოალიციის" თავმჯდომარე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაზე
შალვა პაპუაშვილი "მედიის თავისუფლების კოალიციის" თავმჯდომარე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ მოსაზრებას "ოცნების" გუნდის წევრი "ნიანგის ცრემლებად" აფასებს.
როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები," - წერს შალვა პაპუაშვილი.
პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, "მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარე სახელმწიფოები: დიდი ბრიტანეთისა და ფინეთი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მოსაზრებას მხარს უჭერენ "მედიის თავისუფლების კოალიციის" წევრი შემდეგი სახელმწიფოები:
- ავსტრია
- ბელგია
- დანია
- ესტონეთი
- გერმანია
- ისლანდია
- ირლანდია
- ლატვია
- ლიეტუვა
- ლუქსემბურგი
- ნიდერლანდები
- ნორვეგია
- პოლონეთი
- შვედეთი