კობახიძე ამბობს, რომ ინფლაციის საკითხზე მთავრობა სებთან მუშაობს
ინფლაციის სტაბილურობისთვის ყველა ზომა მიღებული იქნება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მთავრობა ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მათ შორის სებთანაც მუშაობს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო ამოცანა ინფლაციური პროცესების დასტაბილურებაა და ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ სხვადასხვა სტრუქტურასთან, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ინფლაციური პროცესები სტაბილურად გაგრძელდეს, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია და მნიშვნელოვანია 3%-ს ქვემოთ არ ჩამოსცდეს ინფლაცია, რადგან ეს აფერხებს, მაგრამ არც ამ ნიშნულს უნდა ასცდეს მნიშვნელოვნად. შესაბამისად ჩვენ უნდა ვმართოთ ინფლაციური პროცესები, რაზედაც ვმუშაობთ ყველა სტრუქტურასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, აპრილში იფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა. აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.9%-ს მიაღწია, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციამ 1.7% შეადგინა.