"ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება" - ირაკლი კობახიძე

05.05.26 12:46
"ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება" - ირაკლი კობახიძე

"ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, პროექტი "სათანადო ვადებში აშენდება და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას მოემსახურება". 

ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორზე. მთავარი არის ის, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება მოგვიანებით. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე. ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება, აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები