სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აგენტობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურია

05.05.26 15:30
სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აგენტობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მაღალი თანამდებობის პირი, გიორგი უძილაურია - ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

სამთავრობო მედიის ცნობით, უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 

ფინანსურ პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე უძილაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა  „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო, ასევე უძღვებოდა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებსაც.

რამდენიმე წუთის წინ, სუს-ში განაცხადეს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საჯარო მოხელე რომელიც ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქვეყანა არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სამთავრობო მედი წერს, რომ დაკავებული „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა".

მსგავსი სიახლეები