ირაკლი ღარიბაშვილი იმ თავითვე მეგონა პოლიტიკური პატიმარი - ნიკა გვარამია

05.05.26 17:14
ირაკლი ღარიბაშვილი იმ თავითვე მეგონა პოლიტიკური პატიმარი - ნიკა გვარამია

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი იმ თავითვე მეგონა პოლიტიკური პატიმარი - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ევროპარალენტის ანგარიშში გაკეთებულ შესწორებას, სადაც ნათქვამია, რომ ექსპრემიერის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.

გვარამიას თქმით, თუ ადამიანი ისჯება იმისთვის, რომ ის პოლიტიკურ მოწონააღმდეგედ მიგაჩნია, ნებისმიერ ვითარებაში, კორუმპირებულია ის, თუ არა, იგი ითვლება პოლიტიკურ პატიმრად.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მოსაზრებით და პოზიციით, იმ თავითვე მეგონა პოლიტიკური პატიმარი. კვლავ განვმეორდები. ის, რომ ადამიანმა ჩაიდინა კორუფცია, ერთი საკითხია, მაგრამ ის ამისთვის დასაჯეს, თუ მისი პოლიტიკური პოზიციისთვის, ეს მეორე საკითხია. თუ ადამიანი ისჯება იმისთვის, რომ ის პოლიტიკურ მოწონააღმდეგედ მიგაჩნია, ნებისმიერ ვითარებაში, კორუმპირებულია ის, თუ არა, იგი ითვლება პოლიტიკურ პატიმრად. ამგვარია საერთაშორისო სტანდარტი. მას საერთაშორისო სასამართლოს უფლება არც ჰქონია და არც ექნება ამ ქვეყანაში, ვიდრე,  ხელისუფლებაშა ბიძინა ივანიშვილია", - აცხადებს ნიკა გვარამია. 

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა -  კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ექს-პრემიერის სასამართლო განხილვების კანონირებას ბრიუსელში ეჭვქვეშ აყენებენ.

შესწორება დოკუმენტში რამდენიმე ევროპარლამენტარმა შეიტანა. 

ანგრიშში ხაზგასმით წერია, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებების და ბრალის აღირების მიუხედავად, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.

მსგავსი სიახლეები