ხმაურიანი გვარები ევროპარლამენტის კრიტიკულ ანგარიშში - ვინ მოხვდა დოკუმენტში და ვინ დგას სანქციების რისკის ქვეშ
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ ახალ ანგარიშს, რომელიც დღეს საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა, უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები თბილისში. ანგარიშის კენჭისყრის შემდეგ მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა. ევროდეპუტატებს ეჭვი აქვთ, რომ ღარიბაშვილმა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლა.
ეს ჩანაწერი ევროპარლამენტის ანგარიშში შესწორებების შედეგად შევიდა. ცნობილია, რომ ინიციატივა ეკუთვნის ორ ფრანგ და ერთ პოლონელ ევროდეპუტატს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკოს მირიამ ლექსმანს და ესტონელ ურმას პაეტს.
ჩნდება კითხვა — რატომ გაუჩნდათ ევროდეპუტატებს ეჭვი, რომ ღარიბაშვილის დაკავებას შესაძლოა ჰქონდეს ფარული პოლიტიკური მოტივები და არა ის მიზეზები, რაც ოფიციალურად გაჟღერდა?
გამოცდილი დიპლომატი და საქართველოს ყოფილი ელჩი რამდენიმე ქვეყანაში, ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი ერთადერთი არ არის და კითხვები „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების საქმეებთან დაკავშირებითაც არსებობს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.