ორი განსხვავებული რიტორიკა - ევროპელ ლიდერებთან ფოტოს გადაღების შემდეგ, თბილისში ჩამოსულმა კობახიძემ EU ისევ გააკრიტიკა

05.05.26 20:17
ორი განსხვავებული რიტორიკა - ევროპელ ლიდერებთან ფოტოს გადაღების შემდეგ, თბილისში ჩამოსულმა კობახიძემ EU ისევ გააკრიტიკა

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ ნიქოზიაში დაგეგმილ გაფართოების მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვია. 11–12 მაისს შეხვედრას დაესწრება ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, საქართველოს გარდა.

კვიპროსის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს გუშინ საერთო ფოტოს გადაღებისას გვერდით ედგა, თუმცა პირისპირ კრიტიკული გზავნილები არ გაუჟღერებია. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი კობახიძე უკვე შანტაჟსა და „საბჭოურ მიდგომებზე“ საუბრობს.

 სომხეთში ვიზიტის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ერთ დღეც ვერ მოითმინა და ისევ ევროპელი პარტნიორების კრიტიკის რიტორიკას დაუბრუნდა.

ვისთან მოახერხა შეხვედრა „ქართული ოცნების“ ლიდერმა? მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძე ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინული მხარის მოთხოვნით გაესაუბრა, ალან ბესეტს— ევროსაბჭოს ინიციატივით შეხვდა, ხოლო ემანულ მაკრონს მხოლოდ დერეფანში, რამდენიმე წამით გამოელაპარაკა.

ოპოზიციის შეფასებით, „პოტენციურ მტრებად“ ირაკლი კობახიძე სწორედ იმ ლიდერებს აღიქვამს, ვისაც გუშინ სამიტზე უღიმოდა. მათი თქმით, ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი კრიტიკული კამპანია „ქართული ოცნების“ ლიდერის წარუმატებელი ვიზიტის გაგრძელებაა.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები