რა მოხდა სომხეთში - რა განცხადება გააკეთა კობახიძემ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ
ერევნიდან თბილისში დაბრუნებული ირაკლი კობახიძე ტონს ცვლის და საკუთარი განცხადებების გადახედვას ცდილობს. "ოცნების" ლიდერი ამჯერად ამტკიცებს, რომ მისი პერსონალური სამიზნე ვოლოდიმირ ზელენსკი არასდროს ყოფილა.
არადა, არქივში კობახიძის არაერთი განცხადება არსებობს, სადაც ის კრიტიკულად აფასებს უკრაინის ხელისუფლებას, რომლის ლიდერიც ზელენსკია. „მეორე ფრონტის“ თემა, ბრალდებები კრიმინალების თავშესაფარზე — ამ ნარატივით „ქართული ოცნება“ წლებია უკრაინას უპირისპირდება.
ელჩის გაწვევა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება თუ უკრაინული მხარის კრიტიკა — ნებისმიერი უთანხმოება ივანიშვილის გუნდის მხრიდან ხშირად საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობად ფასდებოდა.
ამ მძიმე ბრალდებების ფონზე, მრავალი წლის შემდეგ, კობახიძე ზელენსკის პირისპირ ესაუბრება, თუმცა დაგროვილ პრობლემებზე საჯაროდ პასუხები არ ისმის.
ვრცლად ნახთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.