ხაბეიშვილი განაჩენის მოლოდინში - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გზავნილები სასამართლოდან

05.05.26 20:50
ხაბეიშვილი განაჩენის მოლოდინში - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გზავნილები სასამართლოდან

თითქმის 9 თვიანი განხილვის შემდეგ, „პოლიტიკური დაპირების საქმეზე“ პროცესი ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების გამოკვლევა პროკურატურამ მხოლოდ 17 აპრილს დაიწყო და 5 მაისს, რამდენიმე სხდომის ფარგლებში დაასრულა.

საქმეში დაზარალებულად მიჩნეული სამი სპეცრაზმელიდან სასამართლოში მხოლოდ ერთი გამოიკითხა.

ეს გარემოებები თავად ხაბეიშვილისთვის იმის დასტურია, რომ საქმე სამართლებრივზე მეტად პოლიტიკურია.

პოლიტიკური დაპირების საქმეზე ბრალდებული ლევან ხაბეიშვილი ვერდიქტს ელოდება. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე პოლიტიკოსს უდანაშაულოდ ცნობს, რადგან, მათი შეფასებით, საქმეში არცერთი დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობს.

ადვოკატები ამბობენ, რომ მხოლოდ აღქმებსა და შეფასებებზე დაყრდნობით პოლიტიკოსის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია.

სახელმწიფო ბრალდებამ საქმის განხილვა რამდენიმე სატელევიზიო ინტერვიუს, ერთი სპეცრაზმელისა და ორი გამომძიებლის დაკითხვით დაასრულა. ვერდიქტის გამოცხადებამდე პროკურორი დამატებით განმარტებებს არ აკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთმა მოწმემ ხაბეიშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და პროკურატურამაც საჯარო განცხადებების გარდა სხვა ობიექტური მასალა ვერ წარადგინა, პოლიტიკოსის ოჯახს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები