რას უპირებს "ოცნება" ანაკლიის პორტს?

05.05.26 21:24
რას უპირებს "ოცნება" ანაკლიის პორტს?

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაპირება ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, თუმცა კონკრეტული დეტალები არ გაუჟღერებია. "ოცნების" ლიდერი კვლავ საუბრობს ინვესტორზე, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ იქნება საბოლოო პარტნიორი და რა ეტაპზეა მოლაპარაკებები.

კობახიძის განცხადებით, პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება და ქვეყანას სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში დაეხმარება, თუმცა დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.

ამ დაპირებებს ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს. „ლელო — ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლება მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება და რეალურად პორტის მშენებლობის მიმართულებით პროგრესი არ არის.

ოპოზიციისთვის ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა გადაწყვეტილება ანაკლიის მასტერ-პლანის გადახედვის შესახებ, რაც, მათი შეფასებით, პროცესის გაჭიანურებას ემსახურება.

ეს განცხადებები „ლელო — ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

შეხვედრას 19 პარტნიორი ქვეყნის დიპლომატი დაესწრო.

მთავარი თემა ქვეყანაში არსებული კრიზისი, მისი დაძლევის გზები და ის ხედვა იყო, რომელსაც ოპოზიციური პარტია სთავაზობს საერთაშორისო პარტნიორებს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები