“ოცნებას“ ჩამოეშალა მთავარი მოკავშირე EU-ში, ორბანის სახით, რაც ნიშნავს უფრო დიდ წნეხს რეჟიმზე - სამადაშვილი
“ოცნებამ“ იცის ერთი რამ, რომ დაკარგეს მთავარი მოკავშირე ევროკავშირში, რომელიც ბლოკავდა აქამდე სანქციებზე სერიოზულ მსჯელობას, ეს იყო ვიქტორ ორბანი - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენელი ევროკავშირში ვეღარ ლობირებს “ოცნების“ და ივანიშვილის პოზიციებს და რეჟიმის წინააღმდეგ სანქცირების გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივი იქნება.
მათ იციან ერთი რამ, რომ დაკარგეს მთავარი მოკავშირე ევროკავშირში, რომელიც ბლოკავდა აქამდე სანქციებზე სერიოზულ მსჯელობას და ეს იყო ვიქტორ ორბანი. ჩვენ ვხედავთ, რომ სრულიად გადაეწყო ფაქტიურად ევროპული პოლიტიკა და მათ შორის ძალიან საგულისხმოა, ისეთი ქვეყნების პოზიციონირება, როგორიც არის სლოვაკეთი რომელიც ტრადიციულად სწორედ ორბანს უჭერდა მხარს, რომ დღეს ისინიც სულ სხვა პოზიციაზე არიან.
ამიტომ მათ ჩამოეშალათ, ასე ვთქვათ რუსეთის წარმომადგენელი დღეს ევროკავშირში ვეღარ ლობირებს ქართული ოცნების და ივანიშვილის პოზიციებს, ამიტომ ძალიან საგრძნობლად მიუახლოვდა დღევანდელი რეჟიმი იმ მდგომარეობას, როდესაც ევროკავშირისთვის გაცილებით მარტივი იქნება, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ კონსესუსით მიიღება სანქცირებაზე გადაწყვეტილება, გაცილებით პოლიტიკურად გაადვილდა გადაწყვეტილების მიღება და რა თქმა უნდა, მათ ამისი ძალიან ეშინიათ, იმიტომ რომ მათ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჰქონდათ სწორედ ორბანის იმედი და მათ ასევე იციან, რომ დღეს ევროპაში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს ევროპული პოლიტიკა, ამ რეჟიმთან მიმართებაში, იმიტომ რომ ყველა ხედავს, ასე ვთქვათ მხოლოდ გაყინვა ურთიერთობების აღარ იღებს შედეგს და საჭიროა უფრო აქტიური პოლიტიკის განხორციელება. სხვათა შორის ქართულ ოცნებას მიღებული აქვს ჩამონათვალი პირობების, რა უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ პოზიტიური დინამიკა შეიქმნას, მაგრამ მათ როგორც ჩანს იციან, რომ ვერ შეასრულებენ და არ შეასრულებს ივანიშვილი არ გასცემს სანქციას ასე ვთქვათ, რომ ეს მოთხოვნების შესრულდეს და შესაბამისად საწინააღმდეგო მიმართულებით მოუწევს ევროკავშირს მოძრაობა, რაც ნიშნავს სულ უფრო დიდ წნეხს ამ რეჟიმზე და სწორედ ამიტომ აქვთ მას მათ ესეთი მძაფრი რეაქცია, - განაცხადა სამადაშვილმა.