ევროპარლამენტის რეზოლუცია პირველი პოლიტიკური განაცხადია, საითკენ მიდის ევროპული პოლიტიკა - სამადაშვილი
რეჟიმი ცდილობს შექმნას, რაღაცა მორიგი პროპაგანდისტური ტყუილი, თითქოს მას აქვს რაიმე რესურსი იმისთვის, რომ მოხდეს რაღაცა ტიპის გადატვირთა ურთიერთობების დასავლეთთან და ევროკავშირთან, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ოცნებაში“ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს დემოკრატიული გადატვირთვის გარეშე არ ექნება არანაირი შანსი დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს.
ქვეყნის მმართველი რეჟიმი ცდილობს შექმნას, რაღაცა მორიგი პროპაგანდისტური ტყუილი და გააგრძელოს ქართველი ხალხის მოტყუება, რომ თითქოს მას აქვს რაიმე რესურსი იმისთვის, რომ მოხდეს რაღაცა ტიპის გადატვირთა ურთიერთობების დასავლეთთან და ევროკავშირთან და მათ სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი შანსი საქართველოს დემოკრატიული გადატვირთვის გარეშე არ ექნება, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს. ევროპარლამენტი ეს არის მთავარი პოლიტიკური წარმომადგენლობითი ორგანო ევროკავშირის, რომელიც ასახავს სრულიად, შეიძლება ითქვას, ევროპის პოლიტიკურ აზრს, იმიტომ რომ იქ არის შეკრებილი, როგორც ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, ასევე ყველა წამყვანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ამიტომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ეს არის გარკვეულ წილად, ასე ვთქვათ პირველი პოლიტიკური განაცხადი, საითკენ მიდის ევროპული პოლიტიკა, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი როდესაც მივიღეთ, მანამდე უვიზო რეჟიმი როდესაც მივიღეთ, პირველი ვინც პოზიტიურ სიგნალს იძლეოდა იყოს სწორედ ევროპარლამენტი და შემდეგ ამას მიყვებოდა ის პროცესები, რომელიც სრულდებოდა შესაბამისი გადაწყვეტილებით ევროპულ საბჭოში. ამიტომ ძალიან კარგად იცის მმართველმა გუნდმა, რომ ევროპარლამენტის მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკური ჩარჩო, განსაკუთრებით ის რომ ამ რეზოლუციაში პირდაპირ არის დასმული საკითხი იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის მიერ ამჟამად წარმოებული პოლიტიკა აღარ არის საკმარისი ამ რეჟიმზე ზეწოლის თვალსაზრისით, რომ ევროკავშირმა უნდა დაიწყოს მსჯელობა სანქციების დაწესებაზე, ეს არის მათთვის ძალიან შემაწუხებელი, - განაცხადა სამადაშვილმა.
მან იმ სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა, თუ როგორ მოხვდა ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშში .
რამდენადაც მე მქონდა ინფორმაცია, ღარიბაშვილი აქტიურად აფიქსირებდა დასავლელ პარტნიორებთან პოზიციას, რომ ის არ იზიარებდა იმ მტრულ პოლიტიკას, რომელიც გადაწყვიტა, რომ ეწარმოებინა მმართველ გუნდს დასავლეთთან მიმართებაში, მე გამოვთქვი ვარაუდი, რომ ერთ-ერთი მიზეზი,რატომ გახდა ის სამიზნე, როდესაც რეჟიმი არის ჩამჯდარი სანგარში და დიდი წნეხის ქვეშ არის, დღეს ასეთ მდგომარეობაშია ბიძინა ივანიშვილი, ის ცდილობს, რაც შეიძლება ამოქოლოს გზები იმისთვის, რომ მოხდეს რეჟმის შიგნით ფრაგმენტაცია, განსაკუთრებით კი მისთვის სახიფათოა საკუთარი რეჟიმის წევრები, რომლებმაც, შესაძლაო, გვერდზე გაიწიონ და სხვა პოზიცია დააფიქსირონ, რადგან ივანიშვილის მსგავსი რეჟიმების ჩამოშლის ერთ-ერთი მიდგომა არის ის, რომ ხელი შეუწყონ რეჟიმის ფრაგმენტაცია, ამიტომ, ის, რომ რეჟიმიდ აერია და საკუთა რიგებში დაიწყოდ აჭერები, წმენდა და შევიწროვება, ამასაც უკავშირდება, რომ მათ სჭირდებათ სრულად ჩაკეტილი, კონსოლიდირებული მმართველი ძალა და როგორც ჩანს, მათ შორის, ვინც ნაკლებად სანდო იყო, მათა დაერივნენ, - თქვა მან.