ევროკავშირის მოსაწონს ვერაფერს გავაკეთებთ - "ოცნების" დეპუტატი

06.05.26 11:43
ევროკავშირის მოსაწონს ვერაფერს გავაკეთებთ - "ოცნების" დეპუტატი

ევროკავშირის მოსაწონს ვერაფერს გავაკეთებთ, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტატი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის კრიტიკულ ანგარიშს. ივანიშვილის გუნდის წევრი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ევროპელი პარტნიორები "ოცნების" მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს მუდმივად აკრიტიკებენ. 

ჭეიშვილის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა "ოცნება" თავისიანს დააკავებს თუ ოპონენტს, ევროკავშირი მაინც "პოლიტიკურ მოტივებზე" საუბრობს. 

ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, ეს იქნება საგამოძიებო სტრუქტურა, იქნება სასამართლო თუ იქნება ზოგადად, ხელისუფლება, ნებისმიერ შემთხვევაში ხედავენ შავ ლაქას და მათ მოსაწონს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, საპირისპიროდ აუცილებლად, ერთ ფაქტს ვერ გამახსენებთ, რომ მათ მოეწონათ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება ან გადადგმული ნაბიჯი ამ წლების განმავლობაში. ყველაფერში ხედავენ პოლიტიკურ ნებას, ხედავენ ყველაფერსი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არის პოლიტპატიმარი და ნებისმიერ ჩვენს მიერ დაკავებულ ადამიანზე, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს მომხრეს დავიჭერთ თუ ასე ვთქვათ, ოპოზიციის მომხრეს, ყველაფერშ ხედავენ პოლიტიკურ სარჩულს, - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა -  კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ექს-პრემიერის სასამართლო განხილვების კანონირებას ბრიუსელში ეჭვქვეშ აყენებენ.

შესწორება დოკუმენტში რამდენიმე ევროპარლამენტარმა - მირიამ ლექსმანმა, რაფაელ ლუქსმანმა, მალგოჟეტა გოშიევსკამ, ურმას პაეტმა და ტინ კინენმა შეიტანეს. სწორედ მათ მოთხოვნით მოხვდა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ივანიშვილის გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნის სახელი და გვარი.  

ანგრიშში ხაზგასმით წერია, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებების და ბრალის აღირების მიუხედავად, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.

 

 

მსგავსი სიახლეები