ჯანგგველაძის მკვლელობის საქმე - ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძის უვადო პატიმრიბა მიუსაჯეს

06.05.26 15:33
ჯანგგველაძის მკვლელობის საქმე - ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძის უვადო პატიმრიბა მიუსაჯეს

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან, ორივე მათგანზე პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.

რაც შეეხება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განაჩენს, მკვლელობის ორგანიზატორად დასახელებული ექს მთავარი პროკურორის საქმე სასამართლოში ჯერ არსებითი განხილვის ეტაპამდე არ მისულა. 

პასუხისგებაში არ არის მიცემული ირაკლი უსოიანი, „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი. ეს უკანასკნელი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზატორად პროკურორამ დაასახელა. 

როგორც "პირველების" კორესპოდენტი საქალაქო სასამართლოდან იუწყება, შენების გარე და შიდა პერიმეტრზე პოლიციელების უპრეცედენტო მობილიზებაა. ადგილზე იმყოფებიან ლევან ჯანგველაძის მხარდამჭერები.

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მსგავსი სიახლეები