„თბილისის თავზე ხალიფათის აღდგენას აპირებენ“ — შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი
საქართველოში ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობაზე და უცხოურ დეველოპერულ პროექტებზე ისაუბრა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. მისი განცხადებით, თბილისსა და გონიოში მსხვილი დასახლებების პროექტები ხორციელდება, რომლებიც უცხოურ კომპანიებსა და რუს ოლიგარქებს უკავშირდება.
ამ საკითხზე ნათელაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტები ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და საერთაშორისო პარტნიორებს კონკრეტული პირების დასანქცირებისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, "ოცნების" ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ამ პროექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაუქმებას მოითხოვენ.
წმინდა გიორგიმ განგმირა მთავარი გველეშაპი, ჩვენი გველეშაპი ჩვენ უნდა მოვიცილოთ და განვგმიროთ. ახლა ვიმყოფები თბილისის თავზე, დალოცვილ ადგილზე, იქით შავნაბდაა და აქეთ, ჩვენს წინ შენდება არაბული ქალაქი მირა ვერდე. ეს არის მესამე მსხვილი დასახლება არაბული, რომელსაც ივანიშვილი საკუთარი მილიარდების მოსაპოვებლად, ქართული მიწის ასე დარიგებით და გაყიდვით აკვარახჭინებს უკვე წლებია, დაბლა ფონიჭალის ის უზარმაზარი დასახლება 6 მილიარდიანი, გონიოში კიდევ ცალკე 3 მლრდიანი დასახლება, აქაც მოიყვანეს მირა დეველოპმენტი დუბაიში რეგისტრირებული, რომელსაც ხელმძღვანელობს რუსი კრიმინალური თემურ მამაიხანოვი და იგი არის რუსული ოლიგარქიული ფულის მთავარი გამთეთრებელი მსოფლიოში და აგერ, აი, ამ ჩვენს დალოცვილ მიწაზე უახლოეს ხანში, თუ ეს რეჟიმი დარჩა, წამოიმართება არაბული დასახლება და აღდგება თბილისის თავზე ხალიფათი, რასაც, იმედია, ვერ მოესწრებიან.
ჩვენ მივმართეთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ევროპის ხელმძღვანელობას, დაუყივნებლივ იქნას დასანქცირებული მირა დეველოპმენტის მფლობელი, რუსი ოლიგარქი, ივანიშვილის პარტნიორი, თემურ მამაიხანოვი, რომელიც არაბეთის გადმოტანას აპირებს საქართველოში.
მოვუწოდბეთ არაბლი ქვეყნის ლიდერებს, ემირატების პრეზიდენტს ნაჰაიანს, მათ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ამას წინათ იყო ჩამოსული აქგარიგების გასაფორმებლად და დასარწმუნებლად, რომ ქართველი ხალხი მოთმენლად ელოდება არაბი ამიაას დაბრუნებას.
მოვუწოდებ, თვითონვე თქვან უარი დანაშაულებრივ პროექტებზე, რადგან ივანიშვილის რეჟიმი როგორც კი შეიცვლება, ყველა კონტრაქტი იქნება გაუქმებული. ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ მსოფლიო საარბიტრაჟო სასამართლოები იმის თაობაზე, რომ დასანქცირებულ არაღიარებულ რეჟიმთან ურთიერთობა და კონტრაქტები, მათ შორის ამ მიმართულებით, არის ბათილი და არანაირი სარჩელები და პერსპექტივა სასამართლოში მათ არ ექნებათ, როგორც კი დავბლოკავთ მშენებლობას ამ დალოცვილ მიწაზე იმ გეგმებისა, რომელსაც ასე თავგამოდებით ახორციელებს კრიმინალი ივანიშვილი და მისი რუსულ-არაბული ბანდა, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.