252 000 მოქალაქეს სესხი გაუძვირდა - რატომ მიიღო რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა?
252 ათას ადამიანს ხვალიდან ახალ რეალობაში მოუწევს ცხოვრება - ხალხს, ვისაც სესხი ლარში აქვს გამოტანილი, პროცენტები გაეზარდათ. ანუ ბანკში კიდევ უფრო მეტი უნდა გადაიხადონ, არადა კრედინფოს მონაცემებით, მოქალაქეებს სესხების გადახდა ისედაც უჭირდათ. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%- მდე გაზარდა. ცენტრალური ბანკი თავს იმართლებს და ამბობს, რომ ეს გარე ფაქტორების ბრალია.
ბოლო ორი წელია ეროვნულ ბანკსს სესხები ხალხისთვის არ გაუძვირებია, თუმცა, ახლა არ გამორიცხავს , რომ კიდევ გაიზარდოს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8.25%-მდე გაზარდა. ამან წესით ინფლაციური შოკი უნდა შეამციროს, რადგან აპრილში ინფლაცია თითქმის 6 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.
დაპირებული ფასების შემცირების ნაცვლად, მოსახლეობა გაძვირებული სესხები მიიღო. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეფექტს სესხებიც გაძვირებით ქართული ოცნება ვერ მიიღებს.
სესხების გაძვირება არ ურტყამს მხოლოდ რიგით მოქალქეებს ვისაც ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული,. სესხი უძვირდება ბიზნესსაც ოპოზიცია ამბობს რომ რეალობა რომელიც დადგა ტყუილების შედეგია, რომელშიც ქართულ იოცნება აცხოვრებს ხალხს და უკვე ხუთი თვეა ფასების ზრდის სულ სხვა მიზეზებზე ელაპარაკება.