ელისაშვილის საქმე- ტერაქტის კვალიფიკაცია პროკურატურის მოწმისთვისაც კი სასაცილო აღმოჩნდა [სხდომის დეტალები]

06.05.26 21:49
ელისაშვილის საქმე- ტერაქტის კვალიფიკაცია პროკურატურის მოწმისთვისაც კი სასაცილო აღმოჩნდა [სხდომის დეტალები]

ტერაქტის კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიება ელისაშვილის წინააღმდეგ პროკურატურის მოწმისთვისაც კი სასაცილოა.  ექსპერტ-კრიმილალისტმა ლექსო კაპანაძემ მოსამართლის თანდასწრებით სიცილი ვერ შეიკავა როცა გაიგო, რომ დაპატიმრებულ პოლიტიკოს პრაქტიკულად ტერორისტად ნათლავენ და ტერაქტის მოწყობაში ადანაშაულებენ.

ალეკო ელისაშვილის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ მოწმეების გამოკითხვა დაიწყო, პირველივე მოწმის ჩვენება ხმაურიანი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე 2 საათნახევრის დაგვიანებით გამოიძახეს. მოწმე კრიმინალისტმა დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ სასამართლოს კანცელარიის შენობასთან მოსულს ადგილზე გამომძიებელი იური კორძაია და მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მარტიაშვილი დახვდნენ.

რა ხდებოდა ინციდენტის შემდეგ 2 საათნახევრის განმავლობაში კანცელარიის შიდა თუ  გარე პერიმეტრზე, რატომ გათიშეს სათვალთვალო კამერები, რატომ არ გამოიძახეს კრიმინალისტები მყისიერად ეს ის კითხვებია, რომელიც დღეს ადვოკატებს აქვთ.

სასამართლო დარბაზში მოწმე კაპანაძემ დაადასტურა, რომ იარაღი, რომლითაც ბრალდების მხარე აპელირებს, ელისაშვილს საბრძოლო მდგომარეობაში არ ჰქონდა მოყვანილი,  მეტიც დამცავზე ყავდა აყვანილი, რაც ადვოკატებისთვის იმის დამადასტურებელია, რომ ელისაშვილი სროლას არ აპირებდა.

ალეკო  ელისაშვილის საქმე - ნანუკა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები