როგორ მდიდრდებიან ბიუჯეტიდან მიღებული ფულით დეპუტატების ოჯახები

06.05.26 21:53
როგორ მდიდრდებიან ბიუჯეტიდან მიღებული ფულით დეპუტატების ოჯახები

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის შვილი თითქმის მილიონიან კონტრაქტს მიიღებს მესტიის მერიისგან. გიორგი ჯაფარიძის "ექსპერტ ჰაუსი" გამარჯვებულად გამოაცხადეს და ახლა 990 ათას ლარიანი ხელშეკრულების გაფორმებაღაა დარჩენილი. ამ ერთი კომპანიის ანგარიშზე უკვე ტენდერებიდან მიღებული 10 მილიონ ნახევარია. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეისწავლა, როგორ მდიდრდებიან ბიუჯეტიდან მიღებული ფულით დეპუტატების ოჯახები.  

ვიქტორ ჯაფარიძის შვილმა უფროსი ძმისგან იყიდა კომპანია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვებიდან მილიონები მიაქვს. მესტიამდე ხელშეკრულება ჯაფარიძეებმა მიიღეს ფოთის მუნიციპალიტეტისგან და ამ მუნიციპალიტეტს 2028 წლამდე მოემსახურება. გიორგი ჯაფარიძის კომპანია სხვა კომპანიების ინფრასტრქუტურულ სამუშაოებს ამოწმებს და ამაში იღებს ბიუჯეტიდან ფულს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს კარგად აწყობილი სავარაუდო კორუფციული სისტემაა.

გიორგი ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები აფინანსებენ ქართულ ოცნებასაც. ეს კავშირები კორუფციული გარიგებების ეჭვს აჩენს, ამიტომ საერთაშორისო გამჭვირვალობა გამოძიების დაწყებას ელოდება.

ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები