"ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არიან ჩვენს შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე" - პაპუაშვილი გიორგი უძილაურზე

06.05.26 20:37
"ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არიან ჩვენს შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე" - პაპუაშვილი გიორგი უძილაურზე

 

 

"ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, თუ როგორ არიან ჩვენს შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და გიორგი უძილაურის დაკავებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ჯაშუშობის ბრალდება მძიმეა და ეს არის სრულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის მართლმსაჯულების საკითხი.

მძიმე ბრალდება არის და ეს არის სრულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის მართლმსაჯულების საკითხი. 

მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვხედავთ თანამედროვე სამყაროში როგორ გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, ადრე თუ იყო სამხედრო ძალა უფრო პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ინფორმაციული ომი. 

ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, თუ როგორ არიან ჩვენს შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე," - განაცხადა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე იყო და „ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას“.

მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "პირველებს" დაუდასტურა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაურია.  [იკავებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას].

 საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა

მსგავსი სიახლეები