"ევროპული საბჭო უფრო მკაცრი იქნება "ოცნებასთან", როცა აღარ იქნება უნგრეთის მხრიდან საკითხების დაბლოკვა" - გია ჯაფარიძე
"ევროპული საბჭო უფრო მკაცრი იქნება "ოცნებასთან", როცა აღარ იქნება უნგრეთის მხრიდან საკითხების დაბლოკვა" - ამის შესახებ დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ერთი მუჭა ოლიგარქების" სანქცირებასთან დაკავშირებით, ბურთი ევროკავშირის მოედანზეა.
მოლოდინი ალბათ უფრო უნდა გვქონდეს იმის, რომ ევროპის კავშირი, ევროპული საბჭო უფრო მკაცრი იქნება "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, როცა აღარ იქნება ეს უნგრეთის მხრიდან საკითხების დაბლოკვა, ვიდრე ვთქვათ ის, რომ ყველაფერი დარჩება ისევ ისე როგორც იყო მანამდე.
იმის თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა, ბურთი არის ევროპის კავშირის მოედანზე, "ქართული ოცნების" ამ ერთი მუჭა ოლიგარქების სანქცირებასთან დაკავშირებით.
უფრო მეტი ქმედება არის საჭირო ევროპის კავშირის მხრიდან, ვიდრე ლაპარაკი და გულწრფელები რომ ვიყოთ, აქამდე უფრო მეტ ლაპარაკს ვისმენდით, ვიდრე უფრო მეტ ეფექტურ ქმედებას," - განაცხადა გია ჯაფარიძემ.