ევროპის რამდენიმე ქვეყანა ჩვენს ქვეყანაში გაცხოველებულ დაზვერვით სამუშაოებს ახორციელებს - მდინარაძე
სუს-ის ყოფილი შეფის მტკიცებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა საქართველოში "გაცხოველებულ დაზვერვით სამუშაოებს" ახორციელებს, რაც ქართველ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს არ გამოეპარებათ.
მდინარაძე ამ ქვეყნებს აფრთხილებს და სთხოვს, “ეს ხალხი გაიყვანონ და მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპირებს მინიშნებები გააკეთოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.“
"მე არ ვიმუქრები",- თქვა მდინაძემ ბრიფინგზე.
მეძლევა საშუალება გავაფრთხილო ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენ ქვეყანაში და გაუფრთხილდნენ ამ ურთიერთობებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და ჩვენ სპეცსამსახურებს დღეს, როგორც არასდროს შესწევთ ძალა, გამოავლინონ სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები, ჩვენ ქვეყანაში, მათი ე.წ. რეზიდენტი პირები, და ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით, ამ ურთიერთობებს, ამიტომ ვთხოვ, ამ საკითხს ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდნენ.
მინდა ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით ჩვენ ქვეყანაში, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს დღეს. კონტრდაზვერვითი სამუშაოები მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში, ასევე ჩვენ და ჩვენ სამართალდამცავებს აქვთ დიდი ინფორმაციები და ვთხოვთ, რომ ეს ხალხი გაიყვანონ, მოშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. ამის თქმის ძალა დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას, შესაბამისი უწყებების სწორი და ძლიერი მუშაობის შედეგად, საბედნიეროდ აქვთ, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.