წმენდა თეატრებში - რა მიზეზით ათავისუფლებენ მსახიობებს?

09.05.26 22:01
წმენდა თეატრებში - რა მიზეზით ათავისუფლებენ მსახიობებს?

"რუსთაველის თეატრიდან" გაშვებული მსახიობი, ანა ამილახვარი დღეს პირველად, "შაბათის ეთერში" ყვება თუ როგორ ამუშავდა კულტურის სფეროში რეპრესიების მანქანა.

რობერტ სტურუას დასის ერთ-ერთი წამყვანი სახე, 10 წლიანი მუშაობის შემდეგ, დღეს სცენის მიღმაა. მსახიობი ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძისა და სინდისის სხვა პატიმრების მხარდასაჭერად სცენიდან გამოხატული თანადგომა, სისტემამ არც მას და არც მის კოლეგებს აპატია.

მსახიობი, რომელიც ერთ დროს რობერ სტურუას ფავორიტად ითვლებოდა, დღეს ამბობს, რომ შავ სიაშია და სახელმწიფო თეატრების კარი მისთვის დაკეტილია. მარტოხელა დედა ჰყვება, რომ სისტემამ პროფესიული საქმიანობის უფლება წაართვა.

თეატრს მიღმა კიდევ ოთხი ადამიანი დარჩა -"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გაშვებულებს შორისაა სახალხო არტისტის, კარლო საკანდელიძის შვილი. ია საკანდელიძე საპროტესტო აქციების მონაწილეა. ირკვევა, რომ მსახიობების წინააღმდეგ მთავარ იარაღად შრომითი ხელშეკრულებები იქცა. ისინი  ორ, სამ  და ექვს თვიან კონტრაქტებზე გადაიყვანეს.

ანა ჰყვება, რომ რეპრესიებამდე თეატრის ადმინისტრაციამ "ქართული ოცნების" მომხრე მსახიობები გაააქტიურა. პროტესტის მონაწილეებს სთხოვდნენ, მოეხადათ ბოდიში "რუსთაველის თეატრის" სცენაზე საპროტესტო მაისურით გამოსვლის და პლკატის გაშლის გამო. ამილახვარი ჰყვება, რომ ხელისუფლების ღია კრიტიკის შემდეგ, მას დაუპირისპირდა ქეთევან სვანიძეც. ეს ის მსახიობია, რომელიც საზოგადოებამ რობერტ სტურუას მიერ ბოლოს  დადგმული სპეკტაკლიდან  „ვეფხისტყაოსნიდან“ გაიცნო.

"თუ ხმამაღლა არ ყვირი რაც გინდა ილაპარაკე, შენთვის ოთახში ჩუმად. თუ ხმამაღლა ლაპარაკობ, მაშინ პრობლემა ხარ" - ამბობს მსახიობი. 

როგორც "შაბათის ეთერს" წყარო უყვება, რეპრესიები, "რუსთაველის თეატრის" პარალელურად მიმდინარეობს "მარჯანიშვილის თეატრშიც", თუმცა მსახიობებს ჯერ ამ თემაზე საუბარი არ უნდათ. 

რატომ ათავსიფუელებენ მსაიხობებს - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი