შალვა პაპუაშვილი ბრატისლავაში ჩავიდა

10.05.26 11:47
შალვა პაპუაშვილი ბრატისლავაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალურ დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი ურთიერთობების განხილვაა.

მსგავსი სიახლეები