„ოცნების“ დუმილი ანექსიის მომზადებაზე ჩუმი თანხმობაა“ — თეონა აქუბარდია

10.05.26 17:19
„ოცნების“ დუმილი ანექსიის მომზადებაზე ჩუმი თანხმობაა“ — თეონა აქუბარდია

მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ახალი ეტაპის დაწყებას ოპოზიციაში მწვავე შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ოკუპირებული რეგიონის რუსულ სისტემაში კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციის ფონზე, „ქართული ოცნების“ დუმილი ფაქტობრივად „ჩუმ თანხმობას“ ნიშნავს. 

ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება და მოწმობს იმას, რომ არ არსებობს ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან და ამ ვითარებაში დუმილი "ქართული ოცნების" მხრიდან, იქნება ეს მაკა ბოჭორიშვილის უწყება თუ ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ყალბია მათი სუვერენიტეტის დაცვის ლოზუნგი და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ რაც მეტს მისცემენ ისინი რუსეთს, მით მეტს მოითხოვს ის მათგან, შესაბამისად, ამ ე.წ. შეთანხმების გატარება და დუმილი, რა თქმა უნდა, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩუმი თანხმობა და სხვა არაფერი იმ ანექსიის მომზადების ნიადაგზე, რაზეც, სხვათაშორის, მამუკა მდინარაძე სუსის ანგარიშში მკაფიოდ წერდა, თუმცა ამის საწინააღმდეგო პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამენ ისინი დღეს ერთად, - ამბობს აქუბარდია. 

მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ პროცესი ახალ ეტაპზე გადადის. კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ალან გაგლოევმა დაადასტურა, რომ რეგიონი მზად არის „ერთიანი რუსული სამყაროს“ ნაწილად იქცეს.

საუბარია პროცესზე, რომელიც ოკუპირებული რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ სისტემებთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს. არსებული შეთანხმებების მიხედვით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს სამართალდამცავი სისტემის, საბაჟოსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების რუსულ მოდელთან სრული დაახლოება.

 

მსგავსი სიახლეები