შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს ზრდილობას უწუნებს

10.05.26 18:54
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს ზრდილობას უწუნებს

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს ზრდილობას უწუნებს. ამის შესახებ მან  პიტერ ფიშერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. 

პაპუაშვილის მტკიცებით, ქართულ-გერმანული ურთიერთობების დაზიანება სწორედ ფიშერის პასუხისმგებლობაა და "მთელი საზოაგდოება" ახლა ელის, როდის დატოვებს ელჩი ქვეყანას. 

მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და, როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს, რამდენიმე კვირა დარჩა მის საქართველოში ყოფნას. ველით, რომ საქართველოს დატოვებს და ეს მომენტი დაგვავიწყდება, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

 

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობებს აზიანებს, სიმართლეს არ შეესაბამება. დიპლომატმა ასევე გააკრიტიკა შალვა პაპუაშვილი და აღნიშნა, რომ ან მას არ ესმის, რას ნიშნავს ევროპა, ან შეგნებულად ცდილობს ამის სხვაგვარად წარმოჩენას.

ფიშერის თქმით, ევროკავშირი ეფუძნება თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ღირებულებებს და საქართველო ევროპისთვის სასურველი პარტნიორი და მეგობარია.

 

მსგავსი სიახლეები