საქართველო იყო ჩემპიონი, ახლა კი ვხედავთ ქვეყანას, რომელიც მიექანება უკან რუსეთისკენ, ეს ტრაგედიაა - რასა იუკნევიჩიანე

11.05.26 10:47
საქართველო იყო ჩემპიონი, ახლა კი ვხედავთ ქვეყანას, რომელიც მიექანება უკან რუსეთისკენ, ეს ტრაგედიაა - რასა იუკნევიჩიანე

 

 

საქართველო იყო ჩემპიონი, ახლა კი ვხედავთ, ქვეყანას, რომელიც მიექანება უკან რუსეთისკენ, ეს ტრაგედიაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ "ევროსკოპთან" ინტერვიში განაცხადა.

იუკნევიჩიანე ამბობს, რომ კანონები, რომლებიც მიიღება "ოცნების" მხრიდან, რიტორიკა, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის წინააღმდეგ, თავდასხმები ელჩებზე - ამ ყველაფრით ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება. 

თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ ევროკავშირში და ეთამაშებოდეთ კრემლს იმ დროს, როდესაც კრემლი აწარმოებს გენოციდურ ომს უკრაინაში - ეუბნება იუკნევიჩიანე "ოცნების" ხელისუფლებას. 

ეს არის ტრაგედია. მე ამას ვხედავ, როგორც ტრაგედიას საქართველოსთვის, რადგან საქართველო იყო ჩემპიონი. თქვენ იყავით პირველები, ვინც დაიწყეთ რეფორმები ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის შემდეგ. თქვენ იყავით მაგალითი ყველასთვის, მათ შორის უკრაინელებისთვისაც.
დღეს კი ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, რომელიც მიექანება ავტორიტარიზმისკენ, რომელიც მიექანება უკან, რუსეთისკენ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ფაქტებით: კანონები, რომლებიც მიიღება, რიტორიკა, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის წინააღმდეგ, თავდასხმები ელჩებზე, თავდასხმები ჩვენზე, მათზე, ვინც ყოველთვის ვიყავით საქართველოს საუკეთესო მეგობრები აქ, ევროპარლამენტში.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანება და ამავდროულად იმის კეთება, რასაც  ქართული ოცნება აკეთებს, მათ ძალიან ცუდად ესმით, თუ რა არის ევროკავშირი. ევროკავშირი არ არის მხოლოდ ფული. ევროკავშირი არის ღირებულებები.
თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ ევროკავშირის წევრი და ამავდროულად გქონდეთ ისეთი კანონები, რომლებიც ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას. თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ ევროკავშირში და ეთამაშებოდეთ კრემლს იმ დროს, როდესაც კრემლი აწარმოებს გენოციდურ ომს უკრაინაში", - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ. 

მსგავსი სიახლეები