დააკონკრეტოს - ნიკა მელიას კომენტარი კუჭავას სკანდალურ განცხადებაზე

15.11.21 18:02
დააკონკრეტოს - ნიკა მელიას კომენტარი კუჭავას სკანდალურ განცხადებაზე

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია,  მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, დააკონკრეტოს, ოპოზიციიდან ვინ იყო მისული მასთან  მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.

დააკონკრეტოს, რომელ ოპოზიციონერებს გულისხმობს. წარმოდგენა არა მაქვს, არ მინახავს მისი კომენტარი, დააკონკრეტოს ბატონმა კუჭავამ, ვინ ესაუბრა, რაზე ესაუბრა - განაცხადა ნიკა მელიამ.

კახა კუჭავამ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის 4 წევრი მასთან იყო მისული და მიხეილ სააკაშვილის გორშის ჰოსპიტალში გადაყვანა სთხოვა.

მსგავსი სიახლეები