ელინა ვალტონენი: საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხალხის ევროპულ არჩევანს არ წარმოადგენს

11.05.26 16:43
ელინა ვალტონენი: საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხალხის ევროპულ არჩევანს არ წარმოადგენს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს იმსახურებს, თუმცა მისი შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ არჩევანს სრულად ვერ ასახავს. განცხადება მინისტრმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

ვალტონენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა თითქმის ორი ათწლეულია ამ გამოწვევის წინაშე დგას. მისივე თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს და იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალში უფრო აქტიურად იმუშავებს თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის მიმართულებით.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები 2008 წლიდან არის ოკუპირებული, ეს თითქმის 20 წელია. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს. ეს მათ თავად აირჩიეს, თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობა ამას არ წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ვიმედოვნებთ, რომ არსებობს მომავალი და მოდი, ერთად ჩავერთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იმუშაოს საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის და ამავე დროს, აჩვენოს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც არ სურს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნა“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.