"პუტინის ანექსიის გეგმა" - რატომ დუმს თბილისი?
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე დღეა, დუმს. ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ახალ შეთანხმებას ოფიციალური თბილისი ამ დრომდე ერთი სიტყვითაც კი არ გამოხმაურებია.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით ითხოვს, რომ დუმამ დაჩქარებულ ვადებში მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება.
"ქართულ ოცნებაში" დღეს მხოლოდ ის თქვეს რომ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში უნდა ვიყოთ და ოკუპაცია ერთ დღეს დასრულდება. დაგმეს, თქვეს რომ შეთანხმება უკანონია, მაგრამ ვერ თქვეს რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება იმისთვის რომ რუსეთის ანექსიის გეგმა ჩავარდეს.
რაზე შეთანხმდნენ პუტინი და გაგლოევი? მოსკოვში ხელმოწერილი დადგენილება ქმნის რეალურ საფრთხეს რომ ერთ დღეს ცხინვალი რუსეთს მიეუერთდება, არც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი მალავს, რომ მიზანი ოსი ხალხის გაერთიანებაა.
დოკუმენტი ფორმალურად ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას - თავდაცვის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის დარგში. ეტაპობრივად დაიწყებენ ენერგეტიკურლი, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების გაერთიანებასაც.