საჯარო მოხელეები წელიწადში 323 დღეს მივლინებაში ატარებენ - რა დგას რეალურად "უხილავი" მივლინებების მიღმა

11.05.26 20:17
საჯარო მოხელეები წელიწადში 323 დღეს მივლინებაში ატარებენ - რა დგას რეალურად "უხილავი" მივლინებების მიღმა

მივლინებაში გატარებული რეკორდული რაოდენობის დღეები, ლამის 20 ათას ლარად ნაყიდი ავიაბილეთი და ძვირადღირებული სასტუმროები - ასე გამოიყურება "ქართული ოცნების" პირობებში მივლინებების სურათი.

აუდიტის სამსახურმა შერჩევითად შეამოწმა უწყებები და დარღვევების მთელი სერია აღმოაჩინა. მაგალითად, შესაძლოა, 2023 წელს 248 სამუშაო დღე იყო, მაგრამ ღვინის სააგენტოს ერთმა თანამშრომელმა 323 დღე გაატარა მივლინებაში, მეორემ - 310.  ანუ დასვენების და უქმე დღეებიც სამსახურში უნდა გაეტარებინათ. 

წლის განმავლობაში არაგონივრულად დიდი რაოდენობის მივლინებების განხორციელების შემთხვევები,  ასევე შემთხვევები, როდესაც მივლინებაში გატარებული დღეების ჯამური რაოდენობა საგრძნობლად აღემატებოდა წლის განმავლობაში არსებული სამუშაო დღეების რაოდენობასაც კი. აღნიშნული მაღალი ინტენსივობის მივლინებები აჩენს კითხვებს მივლინებების საჭიროების დასაბუთებასა და ამ პირების ძირითადი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.  

უწყებები სასტუმროებში და ბილეთებში განსხვავებულ თანხას იხდიან. საზღვარგარეთ მივლინებისას ლიმიტი არსებობს, ქვეყნის შიგნით არა, ამიტომაც აღმოჩნდა, რომ ბათუმში სასტუმრო იუსტიციის სამინისტროს 892 ლარი დაუჯდა ერთი ღამით , 1174 პროცენტით მეტი , ვიდრე გამოცდების ეროვნულ ცენტრს. წინანდალში 739 ლარი გადაიხადეს, როცა ღვინის სააგტენტომ მხოლოდ 100 ლარი. ეს თანხები საქსტატის დათვლილ საშუალო ფასსაც კი ხშირად 300 პროცენტით აჭარბებს.

არასისტემურია ბილეთების ფასებიც. ნიუ-იორკში ერთი რეისი განათლების სამინისტროს 19 ათს ლარზე მეტი დაუჯდა, ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2 ათასი.

ვრცლად ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში