ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს აანონსებს - მზადდება საარჩევნო ცვლილებების დოკუმენტი

11.05.26 20:40
ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს აანონსებს - მზადდება საარჩევნო ცვლილებების დოკუმენტი

ნიკა გვარამია ვადამდელ არჩევნებს ელოდება. ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ხალხი ახალ პარლამენტს არა 2028 წელს, არამედ მანამდე აირჩევს. დღეიდან ოპოზიციამ საარჩევნო სპეციალისტებთან ერთად დაიწყო მსჯელობა - რა თამაშის წესებით უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ჩატარება. გვარამია ფიქრობს, რომ ამ პროცესში არა მხოლოდ ალიანსი არამედ სხვა პარტიებიც უნდა ჩაერთონ. 

ოპოზიციური ალიანსის მიერ შედგენილი 6 პუნქტიანი გეგმა ახლა კორექტირების პროცესშია. ალიანსმა დღეს ექსპერტებს საკუთარი ხედვა  პირველად წარუდგინა. ოპოზიციამ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც წლებია არჩევნებს აკვირდებიან, კონკრეტული რჩევები მიიღო.

ემიგრანტებისთვის წართმეული ხმის უფლების დაბრუნება და ცვლილებები ცესკოს ფორმირებაში. ესაა ორი ძირითადი პუნქტი, რომელსაც ოპოზიციური ალიანსის დოკუმენტში ვიხილავთ.  9 პოლიტიკური პარტია ფიქრობს, რომ ცესკო რომელმაც ნდობა დაკარგა თავიდან ახალი წესებით უდნა დაკომპლექტდეს. 

რიგგარეშე არჩევნებზე მუშაობის პარალელურად დიდი სამზადისია 26 მაისის შეკრებისთვის. საინფორმაციო კამპანია დღეს დედაქალაქში დაიწყო.

საარჩევნო თამაშის წესები - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები