"ვისურვებდი, რომ პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას - შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი" - სალომე ზურაბიშვილი

11.05.26 20:31
"ვისურვებდი, რომ პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას - შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი" - სალომე ზურაბიშვილი

"ვისურვებდი, რომ პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას - შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა

სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ შიო მესამემ გააგრძელოს გზა, რაც არის ქართული ეკლესიის გზა - "დამოუკიდებლობის გაძლიერება და ერთობის კონსოლიდაცია, საზოგადოების ერთობის".

მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ის გზა, რაც არის ქართული ეკლესიის გზა - დამოუკიდებლობის გაძლიერება და ერთობის კონსოლიდაცია, საზოგადოების ერთობის. ამისათვის ერთი ნაბიჯი არის, რომელსაც მე ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს იზიარებს ძალიან ბევრი ადამიანი - ის, რომ პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას, რომ შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. 

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

მსგავსი სიახლეები