TI: მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს ყველა, ვინც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ დანაშაული ჩაიდინა

12.05.26 10:11
TI: მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს ყველა, ვინც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ დანაშაული ჩაიდინა

„ფარსი და მართლმსაჯულების კარიკატურა“ - ამ შეფასებას აძლევს საერთაშორისო გამჭვირვალობა სისხლიანი დარბევებიდან" - თითქმის 2 წლის შემდეგ სპეცრაზმელების დაკავებას. 

ორგანიზაცია პირდაპირ წერს რომ მხოლოდ ხუთი  პირის დაკავება, მაშინ როდესაც 200-ზე მეტი ნაწამები ადამიანი არსებობს საკმარისი არ არის და მასობრივი ძალადობის  ყველა მონაწილე უნდა გასამართლდეს.

" გენერალური პროკურორატურის გადაწყვეტილება, დანაშაულებრივი აქტების ჩადენიდან წელიწადნახევრიდან ორ წლამდე დროის გასვლის შემდეგ, ბრალი წაუყენოს მხოლოდ 5 მოძალადე პოლიციელს, მცირედადაც არ პასუხობს 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბსა და სისასტიკეს"- წერს ორგანიზაცია. 

TI-ის განცხადებით, "პროკურატურის განცხადება ასახავს მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის აშკარა განზრახვასა და ჩამოყალიბებულ სტრატეგიას, თავი აარიდოს დანაშაულის ადექვატურ შეფასებას, დანაშაულის სრულად გამოძიებას და დანაშაულის ყველა მონაწილის - ამსრულებელი იქნება, ორგანიზატორი, წამქეზებელი თუ დამხმარე - მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას."

 განცხადება სრულად: https://shorturl.at/nMUeH