ომბუდსმენი: იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ

12.05.26 11:55
ომბუდსმენი: იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

ამით ომბუდსმენმა უპასუხა კითხვას არის თუ არა საკმარისი, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მხოლოდ 5 სპეცრაზმელის დაკავება.

არის თუ არა საკმარისი, ვერ გეტყვით, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძინონ - ამბობს სახალხო დაველი და იქვე განმარტავს, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ის, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები - სპეცრაზმელები პასუხისგებაში მიეცნენ, ეს იყო მათ შორის, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ანგარიშში, რომელიც პარლამენტში გავაგზავნე. ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდი, არ შეიძლება ერთ მხარეს ამდენი ადამიანი იყოს დაკავებული და მეორე მხარეს არავინ იყოს პასუხისმგებელი იმ ფაქტებზე, რომელიც შარშან მოხდა. არის თუ არა საკმარისი, ვერ გეტყვით, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძინონ. ერთი რამე შემიძლია ვთქვა, იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, რა თქმა უნდა, მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ასეთი რამე მოხდა და პირველად მოხდა და ვერ ვიხსენებ სხვა შემთხვევას, როცა სისტემატურად ყოფილიყო მიდგომა დამნაშავეების დასჯასთან მიმართებაში, ამას მივესალმები, მნიშვნელოვანია, პროცესი ბოლომდე მივიდეს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ჟურნალისტის დღეს იოსელიანს უთხრეს, რომ საპატრიარქომ სინდისის პატიმრების შეწყალებაზე შესაძლოა იშუამდგომლოს, რაზეც სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ჰუმანური მიდგომა იქნება. 

მე მომხრე ვარ, როგორც ჰუმანური მიდგომის, ისე რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, სასჯელების შემსუბუქების, ადამიანების ვადაზე ადრე გათავისუფლების, შეწყალების, ყველა იმ მექანიზმის, რაც ხელს უწყობს, ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე. რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიმართაც იგივე დამოკიდებულება მაქვს, რომლებიც ახლა სასჯელს იხდიან“, - განაცხადა იოსელიანმა.