სააქციო სტენდები დაპირებული დაბალი ფასების ნაცვლად - რა ბედი ეწია კომისიის დასკვნას
სააქციო სტენდები დაპირებული დაბალი ფასების ნაცვლად - რატომ დაიბლოკა საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელზეც ივანიშვილის გუნდი დიდ იმედებს ამყარებდა? პირდაპირ ეთერში გამართული ბიზნეს სექტორის საჯარო დაკითხვების შემდეგ, ბერეკაშვილის 100 გვერდიანი დოკუმენტი მხოლოდ ცნობად მიიღეს. შალვა პაპუაშვილმა დღეს თქვა, რომ დასკვნას არც სესიაზე დაამტკიცებენ.
არადა, შოთა ბერეკაშვილმა დოკუმენტზე ორი თვე იმუშავა. მაშინ ითქვა, რომ ფასების კოსმიის დასკვნას ჯერ პარლმენტი სესიაზე განიხლვდა, შემდეგ დაამტკიცებდნენ, შემდეგ კი განსახილვლად მთავრობაში წავიდოდა.
ივანიშვილის გუნდი რთულ დღეშია - ეს არის შეფასება! დღეს დეპუტატების უმრავლესობას სათქმელი არაფერი ჰქონდა - უხერხულობისგან თავის არიდების მიზნით, პარლამენტის მთავარ მიღწევად მაღაზიებში ფასდაკლებული პროდუქტის ერთ სტენდზე განთავსებას მიიჩნევდა.
საპარლამენტო უმრავლესობაში ერთი გზავნილი აქვთ - ეს არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხალხი ქართლმა ოცნებამ ისევ მოატყუა.
ყველა მარკეტს, კვირის სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა პროდუქციაზე ფასდაკლება ან სააქციო ფასსი ისედაც ჰქონდა. ფასების კომსიიის სხდომაზე, მარკტელების მფლობელები დეპუტატებს აფრთიხლებდნენ რომ თუ პროდუქციის ერთ ნაწილს გააიაფებდნენ, მაშინ ფასს სხვა პროდუქტს დაუმატებდნენ.