ახალი სანქციები სამთავრობო მედიას - ვინ არის რიგში?

14.05.26 21:15
ახალი სანქციები სამთავრობო მედიას - ვინ არის რიგში?

ბრიტანეთის შემდეგ ევროპარლამენტი - ევროპის საკანონმდებლო ორგანომ იმედს შენობაში შესვლა ერთი წლით აუკრძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმედის მიკროფონით ამ დერეფნებში 1 წელი ინტერვიუს ვეღარავინ ჩაწერს. ინფორმაცია ახალი სანქციების შესახებ თავდაპირველად იმედმა თვითონ გაავრცელა. გაფრთხილება ევროპარლამენტიდან იმედმა  22 აპრილს მიიღო, რის შემდეგაც  3 კვირაში დასანქცირდა.

იმედის შემდეგ სანქციების რიგში რუსთავი 2 და პოსტივი არიან. არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტიდან გაფრთხილების წერილი ამ ორ მედიასაც მიუვიდა. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია - ამბობს ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა. პოლონელი დეპუტატი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პროპაგანდისტული მედიების დასანქცირება მოითხოვა. ამ წინადადებით ბრეიზამ კოლეგებთან ერთად შესწორება საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშშიც წარადგინა.

ოცნების პროპაგანდისტული მედიისთვის მოლდოვის საზღვრებიც დაიკეტა. იმედს, რუსთავი-2- ს და პოსტივის ოფიციალურმა კიშინიოვმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის გასაშუქებლად აკრედიტაცია არ მისცა. ამ ღონისძიებას წესით მაკა ბოჭორიშვილი უნდა დაესწროს, თუმცა ამ ეტაპისთვის უცნობია გაემგზავრება თუ არა ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი კიშინიოვში სამთავრობო მედიის გარეშე.

რა თქვეს დღეს ქართული ოცნებაში კონტროლირებადი ტელევიზიების სანქცირების შემდეგ - ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში