26 მაისს უნდა ვაჩვენოთ, რომ სოლიდარობის და ერთიანობის განცდა არ გამქრალა - ცუცქირიძე

14.05.26 23:46
26 მაისს უნდა ვაჩვენოთ, რომ სოლიდარობის და ერთიანობის განცდა არ გამქრალა - ცუცქირიძე

მთავარი 26 მაისს არის ის, რომ ვაჩვენოთ, არსად არ წასულა ის ჟინი და სურვილი ქართველ ერსა და საზოგადოებაში, რომ ჩვენ დავიცვათ თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების სიმრავლით კიდევ ერთხელ უნდა დასტურდეს რომ ერთგულები არიან 2  მოთხოვნის - პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების.

ჩვენი სიმრავლით, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ, რომ ერთგულნი ვართ იმ 2 მთავარი მოთხოვნის, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში დგას. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. ჩვენ ასევე უნდა ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად იმისა, კონკრეტულ დღეს, კონრკეტულად რამდენი ადამიანი დგას პარლამენტის წინ, საზოგადოების უმრავლესობა მომხრეა იმის, რომ ამ ქვეყანაში იყო სამართლიანობა, დაცული იყოს ადამიანების თავისუფლება, დასრულდეს ადამიანების ჩაგვრა და სტუდენტების უნივერისტეტებში დაპატიმრება. 26 მაისი არის დიდი საერთო ეროვნული დღესასწაული, ეს არის ყველას დღე და ეს ერთობა უნდა ვაჩვენოთ. უნდა ვაჩვენოთ ასევე რომ სოლიდარობის და ერთიანობის განცდა არ გამქრალა, - განაცხადა ცუცქირიძემ.